1 ადამიანი ემსხვერპლა მანჰეტენზე ვერტმფრენის კატასტროფას

საქართველო, თბილისი - 09:00 | 11.06.2019
ნანახია: 698

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე ვერტმფერნი ჩამოვარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს თქმით, წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენმა შენობის სახურავზე ავარიული დაშვება განახორციელა ან ცათამბჯენს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობაც ოპერატიულად მოხერხდა. შენობიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი 34-ე ქუჩიდან აფრინდა და 11 წუთის შემდეგ ჩამოვარდა. ინციდენტის დროს ნიუ იორკში ძლიერი წვიმა, ნისლი და დაბალი ხილვადობა იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე