მეშვიდე წელიწადია არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 17:21 | 10.06.2019
ნანახია: 1182

მეშვიდე წელიწადია არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, რომ ფასები გაიზრდება, აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, როელიც ყურადღებას ლარის არამდგრადობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ასეთი არასტაბილური ეკონომიკური გარემო ბიზნესზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

„მეშვიდე წელიწადია არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, რომ ფასები გაიზრდება, ბიზნესი ვერ გეგმავს თავის მომავალს, ვინაიდან არ იცის, თუ როგორი იქნება ლარის კურსი დღეს, ხვალ. ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და ნებისმიერი ლარის ასეთი მკვეთრი რყევები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ყოველთვის ბიზნეს გარემოზე მოქმედებს ცუდად,“- განაცხადა გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე