საპენსიო სისტემაში დაახლოებით 805 ათასი ადამიანი გაწევრიანდა - ლევან სურგულაძე

საქართველო, თბილისი - 17:18 | 10.06.2019
ნანახია: 867

მიმდინარე წლის პირველი იანვრის შემდეგ, საპენსიო სისტემაში დაახლოებით 805 ათასი ადამიანი გაწევრიანდა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისტემიდან გასულთა რაოდენობა სქემის მონაწილეთა დაახლოებით 10 პროცენტია, თუმცა სქემის დატოვების ინტენსივობამ იკლო.

„საჯარო სექტორებიდან გასვლის ინტენსივობა შემცირდა და პრაქტიკულად, ნულზე დავიდა. გასულები უფრო კერძო სექტორიდან არიან, მაგრამ სისტემიდან გასვლის ინტენსივობაც გასულ თვეებში მომატებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მოიკლო. სააგენტოს, რომელიც ამ რეფორმის იმპლემენტაციას უზრუნველყოფს, ყველა სისტემა და სტრუქტურა გამართულად მუშაობს. ჩვენ 805 ათასი ადამიანი გვყავს გაწევრიანებული და ვფიქრობ, ეს პრაქტიკულად, თითქმის 100 პროცენტია საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების, თვითდასაქმებულებს არ ვგულისხმობ. შესაბამისად, ეს ძალიან კარგი შედეგია, გაცილებით უფრო კარგი, ვიდრე ველოდით“, – განაცხადა სურგულაძემ.

ლევან სურგულაძის ცნობით, ამ დროისთვის, საპენსიო შენატანებში მობილიზებული თანხა დაახლოებით 240 მილიონი ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე