ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 10.06.2019
ნანახია: 717

ინდონეზიის კუინძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა.

სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ვულკანმა ფერფლი შვიდ კმ სიმაღლეზე ამოაფრქვია. ფერფლის ღრუბლები 3,5 კმ-ის მანძილზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ნიღბების გამოყენება ურჩიეს.

ათასობით ტურისტმა დატოვა ქალაქი ბერასტაგი, რომელიც ვულკანიდან 23 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ვულკან სინაბუნგის სიმაღლე ზღვის დონიდან 2450 მეტრს შეადგენს. 400 წლის განმავლობაში ვულკანი პირველად 2010 წელს ამოიფრქვა, ფერფლის ამოფრქვევა 2013 და 2014 წლებშიც განმეორდა. 2015 წლის ივნისში გააქტიურებული ვულკანის გარშემო მდებარე რაიონებიდან 6 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 2018 წლის თებერვალში კი ვულკანმა ფერფლი ხუთი მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე