მგზავრმა საპირფარეშოს ნაცვლად შეცდომით თვითმფრინავის საავარიო გასასვლელის კარი გააღო

საქართველო, თბილისი - 15:35 | 10.06.2019
ნანახია: 818

მგზავრმა საპირფარეშოს ნაცვალდ შეცდომით თვითმფრინავის საავარიო გასასვლელის კარი გააღო

პაკისტანის ავიახაზების რეისი, რომელიც მანჩესტერიდან მიფრინავდა, იმის გამო შეფერხდა, რომ მგზავრმა აფრენამდე შემთხევით საავარიო გასასავლელის კარი გააღო.

გაზეთ Independent-ის ინფორმაციით, რეისი PK702 ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა საპირფარეშოში შესვლა გადაწყვიტა. ქალმა თავისი ადგილი დატოვა და თვითმფრინავის ბოლოსკენ გაემართა. მან შეცდომით საავარიო გასასვლელის კარი გააღო, რომელიც საპირფარეშოს გვერდით მდებარეობდა.

კარის გაღებამ ავტომაყურად გამოიწვია თვითმფრინავის საავარიო ტრაპის ამოქმედება. შედეგად რეისის ფრენა რვა საათით შეფერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე