მოლდოვას ეროვნული არმია ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში არ ჩაერევა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 10.06.2019
ნანახია: 705

მოლდოვას ეროვნული არმია ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში არ ჩაერევა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ამის შესახებ განცხადებას მოლდოვას თავდაცვის სამინიტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

მოლდოვას ეროვნული არმია მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში, არ ჩაერევა კრიზისში და პოლიტიკური თამაშების მიღმა დარჩება“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა. თავის მხრივ, პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

მოლდოვას პრეზიდენტმა რომელიც თანამდებობიდან გადაყენებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლების უზურპაციისთვის გადადგმული ნაბიჯი უწოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე