აგარაში კაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 10.06.2019
ნანახია: 946

სოფელ აგარის მცხოვრებმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ქალი აგარა-ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე