„რემენა“ და „რიჟა“ გაგიგიათ? - გიგა ბოკერია ნათია თურნავას

საქართველო, თბილისი - 15:12 | 07.06.2019
ნანახია: 1183

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ, ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ  ნათია თურნავა ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის შესახებ დასმულ კითხვებს თავს არიდებდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მინისტრს ჰკითხა, ადევნებდა თუ არა ის თვალს ტელევიზიით ჭიათურის მაღაროში დაწყებულ გაფიცვას. ამ კითხვაზე მინისტრმა გიგა ბოკერიას არ უპასუხა.

ამის შემდეგ ბოკერიამ ნათია თურნავას ჰკითხა, სმენია თუ არა „რემენას“ შესახებ.

„რემენა" გაგიგიათ, ქალბატონო ნათია?-ამაზეც არ მცემთ პასუხს? თქვენ გინდათ ქალბატონო ნათია, რომ მერე პასუხები არ გამცეთ. გაგიგიათ თუ არა „რემენა“? თუ არ გაგიგიათ მიპასუხეთ,“- მიმართა ბოკერიამ.

ბოკერია სხდომაზე ასევე დაინტერესდა, ნათია თურნავამ იცის თუ არა, ვინ არის მეტსახელად „რიჟა“.

„არც ეგ არ იცით? პოლიტიკური ფიგურა ხართ ქალბატონო ნათია, ბიუროკრატი კი არ ხართ. ხელისუფლება ამბობს, ქურდულ სამყაროს ვებრძვითო, ჭიათურაში ვუყურებდით, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს გვერდით ის ხალხი როგორ გაყავდათ, ვინ პროტესტს აცხადებდა. ეს პრობლემად მიგაჩნიათ, თუ არა? პასუხის ისევ არ გაქვთ? დაგეხმაროთ, ეს ხალხი ვინაა? მინისტრი მოდის, რაღაც სადღეგრძელოებს გვეუბნება როგორ ზრუნავს, ქვეყანაზე და გაჭვირვებულ ხალხზე. თქვენი პოლიტიკური გუნდიდან „ვარსკვლავი“ რომ გყავთ გახარია, ის ამბობს, თურმე ხალხი არ თანამშრომლობს და ქურდული გაგება პრობლემა არისო. ტელევიზიით, რომ უყურებთ კონკრეტულ ვითარებას, მინისტრი მოდიხართ და პასუხიც არ უნდა გქონდეთ?“, – მიმართა თურნავასბოკერიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე