გარდაბანში ცოლ-ქმრის დასახიჩრებული ცხედრები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 07.06.2019
ნანახია: 880

სასტიკი მკვლელობა მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გვიან ღამით საკუთარ სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი მოკლული იპოვეს. მოკლულებს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცხედრები იმდენად არის დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა ახლობლებს გაუჭირდათ.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს სახლიდან არაფერი წაუღიათ. ამიტომ ვარაუდობენ, რო მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე