კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 07.06.2019
ნანახია: 786

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში  საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანილია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობაში შესაძლო ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ღონისძიებები მის დასაკავებლად.

„გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აცხადებენ შსს-ში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე