რუსთავში ორსულ მეუღლეზე ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
საქართველო, თბილისი - 10:25 | 07.06.2019 ნანახია: 815შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერტიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ"
ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა