საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების შემდეგ ცნობილი გახდება ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი - შსს-ს წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 16:32 | 06.06.2019
ნანახია: 808

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვასილ პეტრიაშვილმა, ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

"მომხდარი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაცვლილია 3 ადამიანი - პილოტი, პილოტის დამხმარე და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება ექსპერტიზები და ექსპერტიზების პასუხის შემდეგ, ცნობილი გახდება მიზეზი, თუ რის გამო ჩამოვარდა ვერტმფრენი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“ - განაცხადა ვასილ პეტრიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე