უდანაშაულო ბიჭს იჭერენ და წინასწარ პატიმრობაში უშვებენ, აქ სამართალი არ არსებობს - ლუკა კალანდია

საქართველო, თბილისი - 14:38 | 06.06.2019
ნანახია: 871

უდანაშაულო ბიჭს იჭერენ და წინასწარ პატიმრობაში უშვებენ. აქ სამართალი, სასამართლო და დემოკრატია, არ არსებობს -  ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ საქალაქო სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლუკა კალანდია აცხადებს, მისი ძმა უდანაშაულოა და სიმართლის დასამტკიცებლად აუცილებლად იბრძოლებენ.

„სასამართლო არ არის ჩვენს ქვეყანაში. უდანაშაულო ბიჭს იჭერენ და წინასწარ პატიმრობაში უშვებენ. აქ სამართალი, სასამართლო და ზოგადად დემოკრატია, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით, არ არსებობს. ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს”,- განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სასამართლოს ბრალდებულის ძმამ და ახლობლებმა, პროცესის დასრულების შემდეგ ეზოში სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.“ მტრედები გავუშვით თავისუფლების ნიშნად,“- აღნიშნა კალანდიამ.

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.  

წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

შსს-მ მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე