მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 06.06.2019
ნანახია: 840

 

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.  მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. მოსამართლემ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ – გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გახსნა.

პროკურატურამ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.  გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე