ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 03.06.2019
ნანახია: 1023

3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7793 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.77 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1081 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1078 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4734 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5150 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 ივნისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე