ლარი ევროსთან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 30.05.2019
ნანახია: 977

30 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8023 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.26 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1209 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1236 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4738 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.5390 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 მაისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე