თაკო ნაცვლიშვილსა და ჯულია რობერტსს ერთ რეკლამაში იღებენ

საქართველო, თბილისი - 16:33 | 30.05.2019
ნანახია: 1749

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი, ლეგენდარული ჯულია რობერტსი მონაწილეობას Calzedonia-ს ახალ რეკლამაში მიიღებენ. როგორც ნაცვლიშვილის დედა წერს, სარეკლამო რგოლი ივნისის ბოლოს გამოვა.

“Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს” – წერს ქართველი მოდელის დედა.

Calzedonia ქალის თეთრეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ჯულია რობერტსი უკვე რამდენმე წელია რაც კომპანიის სახეა და უკვე რამდენიმე რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე