ჩვილი, რომელიც დაბადებისას 245 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 30.05.2019
ნანახია: 1379

აშშ-ში, ნაადრევად დაბადებული გოგონა, რომელიც დაბადებისას 245 გრამს იწონიდა და ვაშლისხელა იყო, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ სან-დიეგოს კლინიკა  Sharp Mary Birch-ის ექიმები იუწყებიან.

ბავშვი 2018 წლის დეკემბერში ორსულობის 23-ე კვირის შემდეგ დაიბადა. ნაადრევი მშობიარობა ორსულობის სერიოზულმა გართულებებმა გამოიწვია. ამასთან, გოგონა ორჯერ ნაკლებს იწონიდა, ვიდრე ამ ვადაში დაბადებული სხვა ბავშვები.

 „ექიმებმა მიიჩნიეს, რომ აუცილებელი იყო ნაადრევი მშობიარობა, მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ ბავშვი წონაში არ იმატებდა, დედის სიცოცხლე კი საფრთხეში იყო“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

აღნიშნულია, რომ ეს ყველაზე მცირე წონის ბავშვია, რომლის გადარჩენაც მოხერხდა. გოგონა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამჟამად ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე