Korean Air-ი სეულიდან თბილისის მიმართულებით პირველ ჩარტერულ რეისს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 10:29 | 30.05.2019
ნანახია: 809

დღეს, 30 მაისს, 17:00 საათზე სამხრეთ კორეული ავიაკომპანია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე