რამდენი ჩაის კოვზი შაქრის მოხმარება შეიძლება დღეში?

საქართველო, თბილისი - 00:57 | 21.09.2015
ნანახია: 4504

ნიუკასლის უნივერსიტეტის ექიმებმა დაადგინეს დღეში შაქრის მოხმარების მაქსიმალური დოზა.

1990 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა შაქრის მოხმარების დღიური ნორმა: მამაკაცებისთვის _ 70 გრამი, ქალებისთვის _ 50 გრამი. მაგრამ თანამედროვე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ბევრია.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღის განმავლობაში უნდა მოვიხმაროთ არა უმეტეს 5 ჩაის კოვზი შაქარი, რაც დაახლოებით 35 გრამია. აღნიშნული ღონისძიება არა მარტო აუმჯობესებს გულის მდგომარეობას, არამედ ხელს უშლის დიაბეტის გაჩენას და იცავს კბილებს.

და კიდევ, აქ იგულისხმება შაქარი, როგორც სუფთა სახით, რომელსაც ვყრით ყავასა და ჩაიში, ასევე შაქარი ტკბილეულსა და გაზიან სასმელებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე