ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის შემსრულებელთა TOP ათეულშია

საქართველო, თბილისი - 12:29 | 29.05.2019
ნანახია: 1225

ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის შემსრულებელთა შორის TOP ათეულში მოხვდა.

გამოცემა OperaWire-მა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ათი შემსრულებელი დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის, მეტროპოლიტენ ოპერის 2018-19 წლების სეზონი ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერისთვის საუკეთესო სეზონი იყო. სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს სცენაზე რაჭველიშვილმა რამდენიმე განუმეორებელი როლი შექმნა.

TOP ათეულში ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მოხვდა ასევე ცნობილი ამერიკელი საოპერო ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატო.

შეგახსენებთ, რომ მეტროპოლიტენ ოპერაში ანიტა რაჭველიშვილმა ვერდის ოპერებში „აიდასა“ და „ტრუბადურში“, კამილ სენ-სანსის “სამსონი და დალილაში“ და ფრანჩესკო ჩილეას „ადრიანა ლეკუვრში“ იმღერა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე