ლარი ისევ უფასურდება

საქართველო, თბილისი - 17:39 | 28.05.2019
ნანახია: 910

28 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.65 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1182 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1129 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4611 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5338 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 მაისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე