გოდერძი ჩოხელის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:19 | 17.12.2015
ნანახია: 1736

დღეს, ცნობილი მწერლის, პოეტის, ნოველისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც "პრაიმნიუსჯორჯიას" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საიუბილეო საღამოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ადგილის დედა". კინოდრამატურგები, კინოკრიტიკოსები, კინორეჟისორები გაიხსენებენ პოეტის ცხოვრებას, ცნობილი მსახიობები კი წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის შემოქმედებიდან.
პოეტისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
საღამოს ორგანიზატორია სს "ქართულ ფილმი".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე