ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 25 აგვისტოს გადაიტანეს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 28.05.2019
ნანახია: 1227

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 25 აგვისტოსთვის გადაიტანა. მანამდე „არჩევნები“ 21 ივლისს იყო დაგეგმილი.

ე.წ. არჩევნების გადატანის ინიციატივით ე.წ. პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა გამოვიდა.

აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია „არჩევნების“ გამართვას შემოდგომაზე მოითხოვდა, რადგან მათი „კანდიდატი“ ასლან ბჟანია საავადმყოფოში იმყოფება. „ოპოზიციის“ მტკიცებით, მათი ლიდერი მოწამლეს.

ე.წ. პარლამენტმა „არჩევნების“ შემოდგომაზე გადატანაზე უარი განაცხადა, რის პასუხადაც „ოპოზიციამ“ აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე საპროტეტსო აქციები დააანონსა. თუმცა საბოლოოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და მათი „ოპოზიცია“  შეთანხმდნენ და ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 25 აგვისტოსთვის დაინიშნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე