ქალისა და 300 წლის მოჩვენების ქორწინება დასრულდა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 27.05.2019
ნანახია: 1116

ჩრდილოეთ ირლანდიელის ამანდა ტიგისა და 300 წლის მოჩვენება მეკობრის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ამანდამ ამის შესახებ გამოცემა The Sun-ს განუცხადა. ქალის თქმით, ქმარი მის მოკვლას ცდილობდა.

მრავალშვილიანი დედა ჰაიტელი მეკობრის - ჯეკის მოჩვენებას ცოლად 2018 წელს გაყვა. თუმცა მალე შეამჩნია, რომ გათხოვების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მისი თქმით, მოჩვენება ენერგიას ართმევდა.

მოგვიანებით ქალს აბსცესი და ღვიძლის ციროზი დაუდგინდა, ამიტომ რამდენიმეთვიანი ქორწინების შემდეგ ამანდამ ექსტრასენსებს მიმართა. ქალმა თავი უკეთ მხოლოდ მოჩვენებასთან განქორწინების შემდეგ იგრძნო.

ამანდამ მომავალი ქმარი მას შემდეგ გაიცნო, რაც რეალური სამყაროს წარმომადგენელი მამაკაცებისგან დაიღალა. წყვილმა კანონიერად ირლანდიის სანაპიროზე ნავში იქორწინა. იმისთვის, რომ გვარი კანონის მიხედვით შეეცვალა, ამანდა ტიგმა 6 ათასი ევრო გადაიხადა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე