აფხაზეთის რუსიფიკაციის შესახებ განცხადება აბსურდია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო, თბილისი - 11:15 | 27.05.2019
ნანახია: 1312

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთის რუსიფიკაციის შესახებ აბსურდს უწოდებს. ე.წ. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს „შემადგენლობაში ყოფნის დროს“  ინტელიგენცია, რომელიც აფხაზური ენის შენარჩუნებისა და აფხაზი ხალხის უფლებებისთვის იბრძოდა, იდევნებოდა.

 „აფხაზური ენა საქართველოს შემადგენლობაში სწორედ აფხაზეთის ყოფნის დროს იყო გაქრობის პირას, აფხაზი ინტელიგენცია კი, რომელიც ენის შენარჩუნებისა და აფხაზი ხალხის უფლებების გაფართოებისთვის იბრძოდა, იდევნებოდა. თუმცა ამის შესახებ საქართველოში საუბარს თავს არიდებენ. მათთვის უფრო მომგებიანია აფხაზეთის რუსიფიკაციის შესახებ აბსურდული თეზისების ტირაჟირება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აფხაზური ენა გაქრობის პირასაა და ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი აფხაზი ხალხის, კულტურისა და ენის მიმართ რუსიფიკატორულ პოლიტიკას ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე