რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 27.05.2019
ნანახია: 694

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ქრისტეს ქანდაკება რიოსა და მთლიანად ბრაზილიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს შვიდ ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია და შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აღნიშნულია ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

„ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია. შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე