ცნობილი კატა Grumpy Cat-ი მოკვდა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 17.05.2019
ნანახია: 1345

აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კატა Grumpy Cat   („ბრაზიანი კატა“) მოკვდა. ის შვიდი წლის იყო.

კატა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წელს სოციალურ ქსელში მისი ფოტო გავრცელდა. კატას მუდმივად გაბრაზებული და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა.  მისი ასეთი გარეგნობის მიზეზი კი სინამდვილეში თანდაყოლილი განუვითარებლობა იყო.

კატას სოუს ტარდარი ერქვა, თუმცა მას Grumpy Cat-ის სახელით იცნობდნენ.

კატა არიზონას შტატში ცხოვრობდა, მისი პატრონების თქმით, ცხოველის სიკვდილის მიზეზი ინფექციური დაავადება გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე