მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული - მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:21 | 17.05.2019
ნანახია: 1380

მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია,  - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

„მოგესალმებით ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას. მე ძირითადად ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს, რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს. ჯერ ვერ შევძელი და ვაგრძელებ ერთობლივ ბრძოლას იმისთვის, დავიცვა თემირლანისსიმართლე და დავიცვა ასევე ამ ქვეყნის ახალგაზრდობა. ვიცი, იმედდაკარგული, ხელებჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის პერსპექტივა და სურვილი ექნება, იბრძოლოს სიბოროტის წინააღმდეგ. ვიცი, გაჩნდება ეჭვი, აგერ მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა, ამიტომ ჩვენ ერთად მივალთ სიმართლემდე. ქისტებს მოვუწოდებ, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგავარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას, არასამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს. ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის, არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება, არ არის საჭირო. თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. არ არის აუცილებელი ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან. მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია“, – წერს მაჩალიკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე