სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 13:24 | 17.05.2019
ნანახია: 954

არჩევნები არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველოში არჩევნები ყოველთვის თავისუფალ გარემოში ტარდება.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, რაც, მათ, ბუნებრივია, არ გამოუვათ. ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. საზოგადოება და თითოეული ჩვენთაგანი, ისე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალ გარემოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე