ჯეფ კუნსის „კურდღელი“ აუქციონზე 91,1 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:41 | 16.05.2019
ნანახია: 1159

ამერიკელი მხატვრის ჯეფ კუნსის სკულპტურა „კურდღელი“ Christie's-ის აუქციონზე 91,1 მლნ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლში აღნიშნავენ, რომ „კურდღელმა“ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვართა შორის, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან.

სკულპტურა უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და ის ავტორმა 1986 წელს შექმნა.

ეს ამერიკელი მხატვრის პირველი რეკორდი არ არის. 2013 წელს მისი სკულპტურა „ძაღლი საჰაერო ბურთებისგან“ 58,4 მლნ დოლარად გაიყიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე