“2020 წლის არჩევნებში, მე ვიყრი კენჭს პრეზიდენტად!” – იუნა შაფათავა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 16.12.2015
ნანახია: 2356

მსახიობ იუნა შაფათავას პრეზიდენტის ცოლობა სურს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის ცოლობა არ ეღირსება, მაშინ 2020 წელს, თვითონ იყრის პრეზიდენტობაზე კენჭს.

„შემდეგი პრეზიდენტი ვინ იქნება? პრეზიდენტის ცოლობა მინდა და ძალიან გთხოვთ,უცოლო კაცს მივანიჭოთ უპირატესობა. ნამდვილ კაცად გავზრდი და ყველას მოგხედავთ, ვირივით ვამუშავებ სამშობლოს საკეთილდღეოდ. თუ არ მეღირსა პრეზიდენტის ცოლობა, მაშინ 2020 წლის არჩევნებში, მე ვიყრი კენჭს პრეზიდენტად! ანხელა მერკელი წარსულში ნუდისტი კი ატრიალებს ევროპას თავის ჭკუაზე, მე კი ვახტანგ გორგასლის სულს ვფიცავარ, ყველაზე შრომისმოყვარე და ხალხის მოსიყვარულე პრეზიდენტი ვიქნები თქვენთვის!“ – წერს მსახიობი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე