საბერძნეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 16.05.2019
ნანახია: 1013

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა ქალია. მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.

 მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გამოასვენებენ. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე