ოკუპირებულმა ცხინვალმა იტალიის ქალაქ რანდაცოსთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 15.05.2019
ნანახია: 1334

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციამ იტალიის ქალაქ რანდაცოს მუნიციპალიტეტთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

 „შეთანხმება ხელს შეუწყობს ცხინვალისა და რანდაცოს ორმხრივ თანამშრომლობას, დაამყარებს უფრო მჭიდრო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობას“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ბაზრობების, გამოფენების, ფესტივალების, ასევე ერთობლივი ღონისძიბების გამართვას შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. ასევე იგეგმება საქმიანი წრეების, სამეცნიერო ჯგუფებისა და ხელოვნების წარმომადგენელთა ორმხრივი ვიზიტები.

როგორც ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მათ ამის შესახებ აქვთ ინფორმაცია და მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე