ეს არის მართლა ფარჩაკი, შარლატანების ბელადი - თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 12:13 | 15.05.2019
ნანახია: 864

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ხულოში სამხატვრო გალერეა ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მეუღლის დასაქმების მიზნით გახსნეს. სააკაშვილმა ანზორ ბოლქვაძეს დეგრადირებული უწოდა.

"ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ 19 რიცხვში და ზოგადად. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ", - თქვა რიჟვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე