სანდრა არის განვითარება - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 10:03 | 15.05.2019
ნანახია: 917

სანდრა არის განვითარება ინსტიტუციებით, დასავლური ტიპის რეგიონად ქცევა, ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

მისი თქმით, სამეგრელოში ყოფნის დროს მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხვდა, რომ საზოგადოება სანდრა რულოვსის არჩევის შემდეგ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის.

„სანდრა არის განვითარება ინსტიტუციებით, დასავლური ტიპის რეგიონად ქცევა. ზუგდიდს სტატუსი შეუჩერეს, იცით, ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა? შეურაცხყოფა მიაყენა... ამ ხელისუფლების დროს ზუგდიდს შეუჩერდა სტატუსი,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დგება.

„მინდა ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა, რაც მოსული ხართ, გეფიცებით, ჩემს ოჯახს თქვენ არ აურჩევიხართ პირადი კეთილდღეობისთვის. ვისაც უნდა, იმან დაიჯეროს, მე ვიცი, როგორც არის. ჩვენ მხოლოდ იმიტომ აგირჩიეთ, რომ შეიძლებოდა რაღაც ყოფილიყო უკეთესი. რაც მოსული ხართ, ჩემი ქვეყნის გადაბარება გსურთ რუსეთისთვის. არ მაინტერესებს არც რულოვსი, არც უგულავა, არც არავინ დედამიწის ზურგზე. ჩემი ერთი ოჯახი გეყოფათ იმისთვის, რომ რუსთაველზე დავცეთ კარავი და იქ დავსხდეთ,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე