გიორგი ქობულიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველო, თბილისი - 09:51 | 15.05.2019
ნანახია: 652

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. დეპუტატთა ნაწილის მოთხოვნით გიორგი ქობულია საკანონმდებლო ორგანოში 13:00 საათზე მივა. უკვე ცნობილია, რომ დათხოვნილი მინისტრის ეკონომიკურ ხედვებზე მოსაზრებებს კანონმდებლები, პლენარული სხდომის ნაცვლად, კინოდარბაზში მოისმენენ.

"ვისაც დააინტერესებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საქმიანობა, ასევე მისი ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ხვალ მოისმენს. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც, იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ბევრი კითხვაა დაგროვილი. გიორგი ქობულია პრეზენტაციასაც წარმოადგენს.

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს ვთხოვ, გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი არის მაღალი, დასწრებაც შესაბამისი იქნება, ამიტომ უზრუნველყოს ღონისძიების ორგანიზება. ყველაფერი ისე უნდა ჩატარდეს, როგორც პარლამენტს შეესაბამება. ყველას უნდა ქონდეს დასწრების საშუალება'' - აღნიშნა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე