თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი - მამუკა ბახტაძე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე

საქართველო, თბილისი - 17:00 | 14.05.2019
ნანახია: 728

ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა კანონდარღვევაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოხდება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიის ძალიან მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე