ბრედლი კუპერი ირინა შეიკს გაშორდა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 14.05.2019
ნანახია: 1162

ჰოლივუდის 44 წლის მსახიობი და რეჟისორი ბრედლი კუპერი რუს ტოპ-მოდელს, 33 წლის ირინა შეიკს გაშორდა. ამის შესახებ გამოცემა MTO News-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარმა გაშორება არაერთგზის სცადა, თუმცა ამჯერზე ეს უკვე ოფიციალურად მოხდა. ამ გადაწყვეტილებაზე კომენატრი არცერთ მათგანს ჯერ არ გაუკეთებია.

აღნიშნულია, რომ კუპერისა და შეიკის გაყრაში დანაშაული ლედი გაგას არ მიუძღვის, რაზეც აქცენტს დასავლური მედია ბოლო ხნის განმავლობაში აკეთებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ Met Gala-ს ღონისძიებაზე ირინა შეიკი მარტო იმყოფებოდა, იმის მიუხედავად, რომ ბრედლი კუპერიც მიწვეული იყო, ის ღონისძიებას გაურკვეველი მიზეზების გამო  არ ესწრებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე