ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 14.05.2019
ნანახია: 195

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში. დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე