რომან გოცირიძე: ძალიან დიდი სისულელე იყო წინა ხელისუფლების მიერ 1 ლარად უზარმაზარი ტყე-პარკის ჩუქება

საქართველო, თბილისი - 13:26 | 25.09.2015
ნანახია: 1861

 

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარისთვის საპატრიარქოსთვის ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის გადაცემა მიუღებელია. რომან გოცირიძე ამბობს, რომ პროცესი მიუღებელია ეკონომიკურადაც.

“ეს მიუღებელია ეკონომიკურად. ეს არის უზნეობა ეს არის კორუფციული სქემა. ისევე, როგორც ძალიან დიდი სისულელე იყო წინა ხელისუფლების მიერ 1 ლარად უზარმაზარი ტყე-პარკის ჩუქება.

ტყე-პარკი არის ადგილი, სადაც ადამიანებმა უნდა დაისვენონ და მისი გაყიდვა არ შეიძლებოდა. რატომ უნდა გადაცემოდა ტყე-პარკი საპატრიარქოს? შემდეგ საპატრიაქროს გაცვალა ის ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. მთავრობამ ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია აჩუქა ორგანიზაციას, რომელსაც სამომავლოდ მისი კომერციულად გამოყენევბის უნარი არ აქვს. ეს არის შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი საინვესტიციო ობიექტი“,- განუცხადა „ბიზნესკონტაქტს“ რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს გადასცა. სანაცვლოდ საპატრიარქომ სახელმწიფოს კრწანისის ტყე-პარკი დაუბრუინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე