ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა ბაქოს ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 13.05.2019
ნანახია: 1165

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. გელა ზაალიშვილმა ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. მან ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაამარცხა, რომელსაც იპონით სძლია და კარიერაში პირველად გრანდ სლემის მოგება შეძლო.

ზაალიშვილმა ფინალამდე ჰოლანდიელი როი მეიერი, მასპინძლი რუსტამ კოსტოიევი და კიდევ ერთი რუსი მეტოქე, ანტონ კრივობოკოვი დაამარცხა. ზაალიშვილმა ტურნირზე 5 გდება შეასრულა, აქედან 4 იპონი და ერთი ვაზარი. პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოუტანა, ხოლო მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე