როენა ხუცურაული ("მამიდა") 40 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 10.05.2019
ნანახია: 308

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურა ჯერ პატიმრობას ითხოვდა, მოგვიანებით კი შუამდგომლობა 40-ათასლარიან გირაოზე დააყენა.

ბრალდებულმა ბრალი აღიარა. მას გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება. ბრალს აღიარებს, მასთან ერთად იგივე ბრალდებით დაკავებული, ზინაიდა ქორიძე, ზედმეტსახელად "სალომე."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 8 მაისს თბილისში სულ 3 პირი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე