ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის 694 ათასი ლარი გამოიყო

საქართველო, თბილისი - 16:17 | 10.05.2019
ნანახია: 148

საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული - 12 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 649 600 ლარი გამოყო. შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე