გორში 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 10.05.2019
ნანახია: 140

გორში ექვსი თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დედამ ბავშვი დააძინა და ცოტა ხანში გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა, თუმცა ოჯახის თხოვნით ჩვილის ცხედარი მაინც გადაიყვანა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში”.

ექიმების განცხადებით, მანამდე ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და საქმე გვაქვს ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომთან. მომხდარს  ექსპერტიზა დაადგენს.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე