რუსთავის სკოლაში 16-მდე მოსწავლე მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 10.05.2019
ნანახია: 197

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლე მოიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის სკოლაში ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე