ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე ჟურნალისტს ბურთი პირდაპირი ეთერის დროს თავში მოხვდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 14:23 | 10.05.2019
ნანახია: 158

ევროპის ლიგის ნახევარფინალის მატჩის დაწყებამდე ვალენსიის „მესტალიას“ სტადიონზე ჟურნალისტ მონიკა ბენავენტის პიდაპირი ეთერის დროს ბურთი თავში მოხვდა. ინციდენტი „ვალენსია“ - არსენალის“ მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელების მოთელვის დროს მოხდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ინგლისური კლუბის ფეხბურთელმა გოგონა უბრალოდ ვერ შენიშნა და ბურთი პირდაპირ თავში მოახვედრა. პირდაპირი ეთერი მაშინვე შეწყდა. მომხდარის კადრები BT Sport-ის წამყვანმა ჯეიკ ჰამფრიმ გაავრცელა. რამდენიმე წუთის შემდეგ მონიკა გონს მოეგო და რეპორტაჟი განაგრძო. მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

შეხვედრა „არსენალის“ გამარჯვებით -  4:2 დასრულდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე