ბრიჯით მაკრონს საფრანგეთის ყველაზე უსარგებლო პირველი ლედი უწოდეს

საქართველო, თბილისი - 16:30 | 09.05.2019
ნანახია: 1335

ჟურნალისტმა სილვი ბომეტმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლეს „ლამაზი, მაგრამ უსარგებლო“ პირველი ლედი უწოდა.

ამის შესახებ ნათქვამია ბომეტის წიგნში Il Venait d’Avoir 17. მასში მოთხრობილია ბრიჯით და ემანუელ მაკრნოების რომანის შესახებ. ბრიჯითი დღეს 66წ ლისაა, მისი ქმარი კი 41-ის.

მათი კავშირი ყოველთვის იყო აღფრთოვანების საგანი, მაგრამ წიგნის ავტორის აზრით, საფრანგეთის პირველ ლედის ამ ურთიერთობის გამო ბევრი რამ დააკლდა. წერს The Daily Mail-ი.

ბომეტი აღნიშნავს, რომ ბრიჯითი ბედნიერია იმით, რომ ყველასთან მეგობრობს, მაგრამ მას საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე კარგ ლედად არ მიიჩნევენ.

როგორც წიგნის ავტორი ამტკიცებს, ქალი, რომელმაც თავისი „საყვარელი, მაგრამ მოსაწყენი“ ქმარი და სამი შვილი მიატოვა ახალგაზრდა პრეზიდენტთან საინტერესო ცხოვრებისთვის, არ იმსახურებს მსგავს ბედ-იღბალს.

კერძოდ, ჟურნალისტი მიუთითებს ეპიზოდზე, როდესაც ბრიჯითმა მედიას ფოტოები აჩვენა და სასიყვარულო ურთიერთობის საიდუმლო გაამჟღავნა, რათა მაკრონის ჰომოსექსუალობაზე ჭორები გაეფანტა. ამით კი მან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე