როენა ხუცურაულს („მამიდას“) ბრალი წარუდგინეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 09.05.2019
ნანახია: 1350

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალი წარედგინა ასევე ხუცურაულთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედებათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ხუთი პირი, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი გუშინ დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე