„ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე საგზური მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 02:01 | 09.05.2019
ნანახია: 1077

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი “ტოტენეჰმსა” და “აიაქსს” შორის ანგარიშით 3-2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ანგარიშმა 3-3 შეადგინა და ტოტენჰემმა ფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი ტაიმის მე-5 წუთზე ლასე შიონემ კუთხური მოაწოდა და ყველას თავით აიაქსის კაპიტანმა მატეის დე ლიხტმა აჯობა და ანგარიში გახსნა.

35-ე წუტზე ორბურთიანი გახადა მასპინძელთა უპირატესობა ჰაკიმ ზიეხმა.  55-ე წუთზე დელე ალის დაწყებული შეტევა ლუკას მოურამ გააგრძელა და ერთი გოლი გაქვითა. 59-ე წუთზე კი“აიაქსის“ მეკარემ  ონანამ სტუმართა შეტევისას შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელში ვერ შეინარჩუნა და არეულობაში ისევ ბრაზილიელმა მოურამ ისარგებლა და დუბლი შეასრულა. 

ლუკას მოურამ  მესამე, გამარჯვების გოლი ბოლო დამატებით წუთზე გაიტანა.

ფინალში „ტოტენჰემი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ბარსელონას ნახევარფინალის ორი მატჩის ჯამში 4-3 მოუგო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, 1 ივნისს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე